საქმიანობა

სს "თელასი" საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელური კომპანიაა, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას და გასაღებას. ამჟამად, კომპანიაში წარმატებით შრომობს 2057 ადამიანი.

საქმიანობის ძირითადი სახეობებია: ელექტროენერგიის შესყიდვა და გაყიდვა; ელექტრული ქსელების მომსახურება და ექსპლუატაცია; ელექტროენერგიის სატრანზიტო მომსახურება; აბონენტთა ტექნიკური მომსახურება; ქ. თბილისში ელექტრომომარაგების, წყალმომარაგების და დასუფთავების ერთიანი ინტეგრირებული და კოორდინირებული სისტემის ადმინისტრირება.

სს "თელასი" ემსახურება საქართველოს დედაქალაქს. თბილისში ელექტროენერგიის წლიური მოხმარება შეადგენს დაახლოებით 788,7 მლნ კვტ/სთ.

კომპანია ემსახურება 578,1 ათას აბონენტზე მეტს. მომხმარებელთა მომსახურება და ელექტრული ქსელების ექსპლუატაცია ხორციელდება 10 ბიზნეს ცენტრში, რომლებიც განთავსებულია ქალაქის ყველა ადმინისტრაციულ რაიონში.

დედაქალაქის ელექტრული ქსელის საერთო სიგრძე შეადგენს – 5082,1 კმ, მათ შორის საჰაერო ეგხ (ჯაჭვების მიხედვით) სიგრძეა  – 2121,8 კმ., საკაბელო ეგხ სიგრძეა –2960,3 კმ. 110/35 კვ დამადაბლებელი ქვესადგურების რაოდენობაა - 36 ცალი. სატრანსფორმატორო ქვესადგურების 10/6/0,4 კვ - 1880 ც.

ამჟამად, თელასი ახორციელებს სამუშაოებს ელექტროქსელის ტექნიკური გადაიარაღების და მოდერნიზაციის მიზნით. ძირითადი ყურადღება ეთმობა გამანაწილებელი ქსელის ტექნიკური თვალსაზრისით ყველაზე სუსტი სეგმენტების რეაბილიტაციასა და მოდერნიზაციას. პრიორიტეტული ამოცანაა - ტექნიკური ინციდენტების რიცხვის მინიმუმამდე დაყვანა და ელექტროენერგიის დანაკარგების საერთო დონის მნიშვნელოვანი შემცირება.