სს "თელასის" განცხადება

სატელეკომუნიკაციო პროვაიდერ კომპანიაში "სილქნეტი" შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო 4 აპრილის დაახლოებით 16 საათიდან სს "თელასის" ელექტრონული გადახდის სისტემასა და ბანკებს შორის კავშირი შეწყდა.

აქედან გამომდინარე სს "თელასის" აბონენტები ვერ იხდიდნენ ელექტროენერგიის საფასურს, რამაც მომხმარებლების სამართლიანი უკმაყოფილება გამოიწვია.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხარვეზი „თელასისგან“ დამოუკიდებელი მიზეზებით იყო განპირობებული, კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.

სატელეკომუნიკაციო პროვაიდერი კომპანიის მომსახურება "თელასს" 4 აპრილის 23 საათზე აღუდგა და ამჟამად მომხმარებლებს შეუძლიათ უპრობლემოდ განახორციელონ გადახდები.