სს "თელასის" განცხადება

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დღეს 14:30 საათიდან 16:30 საათამდე გაითიშება თბილისის თბოელექტროცენტრალის ქვესადგური.

ამის გამო ელექრტოენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ჩუღურეთის და მთაწმინდის რაიონების ნაწილს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.