სს "თელასის" 2017 წლის პირველი კვარტლის ოპერაციული მაჩვენებლები

კომპანია "თელასმა" 2017 წლის პირველი კვარტლის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

მაჩვენებელი

201წლის

I კვარტალი

201წლის

I კვარტალი

+/-

ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე, კმ

5 128

4 874

+5,2%

ქსელში გაშვებული ელექტროენერგია, მლნ კვტ*სთ

783,2

718,9

+8,9%

მომხმარებელთა რაოდენობა, ათას

586

563,9

+3,9%

2017 წლის პირველ კვარტალში კომპანია „თელასმა“ 783,2 მილიონი კვტ*სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 8,9% (64,3 მილიონი კვტ*სთ-ით) აღემატება 2016 წლის პირველი კვარტლის მოხმარების მოცულობას (718,9 მილიონი კვტ*სთ). ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის მატება ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებამ და ახალი მომხმარებელთა რაოდენობის 3,9% (22,1 ათასით) ზრდამ გამოიწვია.

2017 წლის იანვარ-მარტში 2016 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 11,3%-ით (77,1 მილიონი კვტ*სთ-ით) გაიზარდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის მოცულობა და 761,9 მილიონი კვტ*სთ-ი შეადგინა. ამ მაჩვენებლის ზრდა ელექტროენერგიის მოხმარების მატებამ განაპირობა.

2017 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 5 128 კმ შეადგინა, რაც 5,2%-ით (254 კმ-ით) აღემატება 2016 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელს (4 874 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, აბონენტთა რაოდენობის მატების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.

 

***

სს "თელასი" ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

ჯგუფი "ინტერ რაო"- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33 გიგავატს შეადგენს.