სს "თელასის" განცხადება

მომხმარებლებისათვის მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით კომპანია "თელასმა" SMS-შეტყობინების უკვე არსებულ სერვისს ახალი ნომრები დაამატა.

"თელასის" მომხმარებლებს SMS-შეტყობინების საშუალებით შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია ელექტროენერგიის, დასუფთავების და წყალმომარაგების დავალიანების, ასევე ელექტრომომარაგების გეგმიური შეზღუდვების შესახებ.

აბონენტებს, რომლებსაც სურთ სერვისის გააქტიურება, ნომერზე 90033 უნდა გამოაგზავნონ 222#XXXXXXX ("თელასის" აბონენტის შვიდციფრიანი ნომერი).

თუ აბონენტს სურს ხელახლა მიიღოს „თელასიდან“ გამოგზავნილი ბოლო SMS-შეტყობინება, ამისთვის ნომერზე 90033 უნდა გამოაგზავნოს 111.

მომსახურება ხელმისაწვდომია საქართველოში მოქმედი მობილური კავშირის ყველა ოპერატორის აბონენტისთვის.

კომპანიის საქმიანობა მიმართულია მართვის სისტემების  სრულყოფისა და თანამედროვე მაღალეფექტური ტექნოლოგიების დანერგვისაკენ. ამასთანავე კომპანია მაქსიმალურად იცავს მომხმარებლების ინტერესებს.