სს "თელასის" განცხადება

დღეს 08 საათსა და 50 წუთზე დიღმის რაიონის მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღუდგა.

ელექტრომომარაგების შეზღუდვა გამოიწვია ქვესადგური „დიღომი-1“-ს გამორთვამ, რომელიც კომპანია „GWP“ წყლის მაგისტრალური მილსადენის დაზიანების გამო დაიტბორა.

უსაფრთხოების მიზნით „თელასის“ ტექნიკური დირექციის გადაწყვეტილებით ქვესადგური გამოირთო 8 ივნისს 02 საათსა და 21 წუთზე. ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა 15 000 მომხმარებელს, მათ შორის დიღომში განთავსებულ ყველა საავადმყოფოს.

დატბორვის გამო ქვესადგურს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა. დაზიანდა რამდენიმე ფიდერი და ელექტრომოწყობილობები. ქვესადგურიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების სამსახური ახორციელებდა.

სს „თელასის“ ტექნიკური სამსახურის ოპერატიული მუშაობის შედეგად უმოკლეს ვადებში მოხერხდა ქვესადგური „დიღომი-1“-ს ჩართვა და მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა.