"თელასის" გუნდი უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უკვე მეორედ გავიდა

საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის ჩემპიონატი სს „თელასის“ გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

„თელასის“ ფეხბურთელები ჩემპიონატის გამარჯვებულები უკვე მეორედ გახდნენ და უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდნენ. პირველად საქართველოს ჩემპიონის ტიტული „თელასის“ გუნდმა 2015 წელს მოიპოვა.

წელს საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის ჩემპიონატი 12 ივნისს დასრულდა. ჩემპიონატის ბოლო მატჩში, რომელიც თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა, „თელასის“ ფეხბურთელებმა ანგარიშით 5:4 გუნდი „ტატიშვილი“ დაამარცხეს. მატჩის შემდეგ გამარჯვებული გუნდის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

საქართველოს ჩემპიონატი ფუტსალში უმაღლესი ლიგის გუნდებს შორის ორ ეტაპად ტარდებოდა და მასში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან 10 გუნდი მონაწილეობდა. „თელასის“ ფეხბურთელებმა 18 მატჩი ჩაატარეს.

საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის ჩემპიონატის გამარჯვებული ავტომატურად ხვდება უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. ზაფხულში უეფა ჩაატარებს კენჭის ყრას, სადაც გაირკვევა „თელასის“ გუნდის სავარაუდო მეტოქე.

„თელასის“ გუნდი ფუტსალში უკვე 16 წელია არსებობს და მნიშვნელოვან შედეგების მიაღწია. ზედიზედ სამი წლის მანძილზე, 2013, 2014 და 2015 წლებში, „თელასის“ გუნდი „ინტერრაო ეეს“-ის მინიფეხბურთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა.

***
სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.
***
ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33 გიგავატს შეადგენს.