სს "თელასის" განცხადება

სს "თელასის" ახალ აბონენტად დარეგისტრირებისთვის მომხმარებლებს შეუძლიათ  მიმართონ აბონენტების მომსახურების ცენტრს კომპანიის სათაო ოფისში, ან ისარგებლონ ონლაინ რეგისტრაციის სერვისით ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით.

შესაბამისი საბუთების მიღებას აბონენტების მომსახურების ცენტრი კომპანიის სათაო ოფისში აწარმოებს ყოველდღიურად 09 საათიდან 16 საათამდე უქმე დღეების გარდა (მისამართი: ვანის ქ. №3).

ვებ-გვერდის საშუალებით საბუთების ატვირთვა ონლაინ რეჟიმში შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში, ხოლო რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღიურად 09 საათიდან 18 საათამდე უქმე დღეების გარდა - my.telasi.ge ("ახალი აბონენტი").