სს "თელასი" 80 წლის იუბილეს აღნიშნავს

"თელასი" - თბილისის  ელექტროგამანაწილებელი კომპანია 80 წლის იუბილეს აღნიშნავს.

80 წლის მანძილზე კომპანია თბილისის საიმედო და სტაბილურ ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფს. თავისი იუბილე კომპანიამ საზეიმო მიღებით სასტუმროში „Radisson Blu Iveria“ აღნიშნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, „ინტერ რაო“-ს წარმომადგენლები, სს „თელასის“ გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი, ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელები და მასმედიის წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში შედგა „თელასის“ იმ ყველაზე დამსახურებული თანამშრომლების დაჯილდოების ცერემონია, რომლებსაც კომპანიაში 30 წელზე მეტი აქვთ ნამუშევარი.

კომპანიის ისტორია 1937 წლიდან იწყება, როდესაც საქართველოს დედაქალაქის საქალაქო საბჭოსთან დაფუძნდა თბილისის ელექტროქსელი - „თბილელექტროქსელი“ (შემოკლებით „თელასი“), რომელსაც ორი ფუნქცია ჰქონდა - ტექნიკური და კომერციული. იმ პერიოდში „თელასი“ ელექტროენერგიას მხოლოდ გენერაციის ერთი ობიექტიდან „ზაჰესი“-დან იღებდა.

თბილისის და მთელი საქართველოს ელექტროენერგეტიკის განვითარების ისტორია  ХIX საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო. ამ დროიდან საქართველომ ენერგეტიკის დარგის განვითარების დიდი გზა გაიარა - შენდებოდა ახალი თბო და ჰიდროელექტორსადგურები, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები და ქვესადგურები, ვითარდებოდა ქალაქების ელექტროქსელები.  

2000 წლიდან უცხოელი ინვესტორების მონაწილეობით საქართველოს ენერგოსექტორის რეორგანიზაციისა და განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო. ამავე პერიოდში, 2003 წლის სექტემბერში, თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანიის სს „თელასის“ აქციების 75% მფლობელი „ინტერ რაო ეეს“ გახდა.

„ინტერ რაო“-ს პოლიტიკის წყალობით კომპანია „თელასი“ გახდა ლიდერი რეგიონის ენერგოსექტორში ინოვაციური ტექნოლოგიების, კვალიფიცირებული კადრების მომზადების და მომხმარებელთა მომსახურების მაღალი დონის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

ამჟამად, თბილისი რეგიონის ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქალაქია. დედაქალაქის ელექტროენერგიის ყოველწლიური მოხმარება 2,5 მლრდ. კვტ/სთ-ზე მეტს შეადგენს. ელექტროენერგის მოხმარება ყოველ წელს საშუალოდ 10% იზრდება. თბილისის ელექტროქსელის საერთო სიგრძე 5 ათას კმ-ს აღემატება. სს „თელასს“ ეკუთვნის 0,4-110 კვ ძაბვის ქსელები, საჰაერო და საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზები და სატრანსფორმატორი ქვესადგურები. დღეისათვის „თელასში“ 2 ათას ადამიანზე მეტია დასაქმებული.  

კომპანია ემსახურება არა მხოლოდ თბილისს, არამედ მის შემოგარენს - დაახლოებით 600 ათას აბონენტს.

საქართველოში კომპანია „ინტერ რაო“-ს საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში, თბილისის სტაბილური და ხარისხიანი ენერგომომარაგებისათვის, თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანიის განვითარებაში დაბანდებულმა ინვესტიციებმა დაახლოებით 350 მლნ. ლარი  შეადგინა. შედეგად, აბონენტების ენერგომომარაგების საიმედოობა და ხარისხი საგრძნობლად გაიზარდა.

„რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კომპანიის მიზანია გამანაწილებელი ქსელის სრულყოფა და განვითარება, მომხმარებელთა მომსხურების ხარისხის ამაღლება და საიმედო ენერგომომარაგების უზრუნველყოფა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის გზით“ - განაცხადა სს „თელასის“ გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა.

 

***
სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.
 ***
ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 32 გიგავატს შეადგენს.