სს "თელასის" 2017 წლის ოპერაციული მაჩვენებლები

კომპანია "თელასმა" 2017 წლის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. 

მაჩვენებელი

2017წელი

2016წელი

+/-

ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე, კმ

5 338

5 082

+5,1%

ქსელში გაშვებული ელექტროენერგია, მლნ კვტ*სთ

2935

2789

+5,2%

მომხმარებელთა რაოდენობა, ათას

606,2

578,1

+4,9%

2017 წლის მონაცემებით კომპანია "თელასმა" 2 935 მილიონი კვტ*სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 5,2% (146 მლნ. კვტ*სთ-ით) აღემატება 2016 წლის მოხმარების მოცულობას (2 789 მილიონი კვტ*სთ). ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის მატება ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებამ და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია.   

2016 წელთან შედარებით 2017 წელს 5,5%-ით (144 მლნ. კვტ*სთ-ით) გაიზარდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის რაოდენობა და 2 773 მილიონი კვტ*სთ-ი შეადგინა. ამ მაჩვენებლის ზრდა ელექტროენერგიის მოხმარების მატებამ განაპირობა.

სს "თელასის" აბონენტთა რაოდენობა 2017 წელს 2016 წელთან შედარებით 4,9%-ით (28,1 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 606,2 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 546,8 ათასი  - ფიზიკური პირია, ხოლო 59,4 ათასი – იურიდიური პირი. 

2017 წლის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 5 338 კმ შეადგინა, რაც 5,1%-ით (256 კმ-ით) აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს (5 082 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, აბონენტთა რაოდენობის მატების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.

***

სს "თელასი" ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 600 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს "თელასი" "ინტერ რაო"–ს შემადგენლობაში შევიდა. "ინტერ რაო"-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.
ჯგუფი "ინტერ რაო"- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. "ინტერ რაო"-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 32 გიგავატს შეადგენს.