სს "თელასის" 2018 წლის პირველი კვარტლის ოპერაციული მაჩვენებლები

კომპანია „თელასმა“ 2018 წლის პირველი კვარტლის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. 

მაჩვენებელი

2018წლის I კვარტალი

2017წლის I კვარტალი

+/-

ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე, კმ

5 448

5 129

+6,2%

ქსელში გაშვებული ელექტროენერგია, მლნ კვტ*სთ

824

783,2

+5,2%

მომხმარებელთა რაოდენობა, ათას

611,8

586

+4,4%

2018 წლის პირველ კვარტალში კომპანია „თელასმა“ 824 მილიონი კვტ*სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 5,2% (40,8 მილიონი კვტ*სთ-ით) აღემატება 2017 წლის პირველი კვარტლის მოხმარების მოცულობას (783,2 მილიონი კვტ*სთ). ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის მატება ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებამ და ახალი მომხმარებელთა რაოდენობის 4,4% (25,8 ათასით) ზრდამ გამოიწვია.

2018 წლის იანვარ-მარტში 2017 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 6,2%-ით (47,6 მილიონი კვტ*სთ-ით) გაიზარდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის მოცულობა და 809,5 მილიონი კვტ*სთ-ი შეადგინა. ამ მაჩვენებლის ზრდა ელექტროენერგიის მოხმარების მატებამ განაპირობა.

2018 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 5 448 კმ შეადგინა, რაც 6,2%-ით (319 კმ-ით) აღემატება 2017 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელს (5 129 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, აბონენტთა რაოდენობის მატების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.

 

***
სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 600 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა. www.telasi.ge  
ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33 გიგავატს აღემატება. www.interrao.ru