სს "თელასის" მხარდაჭერით ქალთა ინტეგრირებული ტურნირი ტარდება

სს "თელასის" ფინანსური მხარდაჭერით "სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირი" (ინვალიდთა ასოციაციაცია) ქალთა ინტეგრირებულ ტურნირს ატარებს.

ტურნირის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვითრწმენის გაძლიერება, მათ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა და ჯერ კიდევ არსებული სტიგმის დაძლევა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა. სლოგანით „შეცვალე სამყარო“ მიმდინარე ინტეგრირებული ტურნირი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ნაწილს წარმოადგენს.

ტურნირში მონაწილეობას იღებენ შეზღუდული შესაძლებლობლობების მქონე პირები, მათი ოჯახის წევრები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავესაჯარო სამსახურების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ინტეგრირებული ტურნირი 12 ივნისიდან 30 ივნისამდე სპორტის სამ სახეობაში ტარდება: ბილიარდი, ბოულინგი და მაგიდის ჩოგბურთი.

„კომპანია „თელასი“ ცდილობს თავისი პატარა წვლილი შეიტანოსშეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სოციალური ადაპტაციის საქმეში. უკვე რამდენიმე წელია, რაც ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ასოციაციასთან და მოხარული ვარ, რომ ვიღებთ  მონაწილეობას ამ პროექტშიც“ - განაცხადა სს „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ვალერი ფანცულაიამ.

 

***
სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირი (ინვალიდთა ასოციაცია) დაფუძნდა თბილისში 1989 წლის 26 სექტემბერს, ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის (I ჯგუფის ინვალიდის) ზაზა სიხარულიძის ინიციატივით. ეს იყო პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მაშინდელ საბჭოთა კავშირში. ასოციაციის შექმნით საფუძველი ჩაეყარა ინვალიდთა მოძრაობას საქართველოში.ორგანიზაციის ფინანსური სახსრები შედგება საწევრო ანარიცხებისგან, შემოწირულობებისა და გრანტებისგან.

***
სს "თელასი" ერთ-ერთიმსხვილიკომპანიაასაქართველოშიელექტროენერგიისდისტრიბუციისდარგში, რომელიცახორციელებსელექტროენერგიისგანაწილებასთბილისში. კომპანიაელექტროენერგიასაწვდის 600 ათასზემეტმომხმარებელს. 2003 წლისაგვისტოშისს „თელასი“ „ინტერ რაო“–სშემადგენლობაშიშევიდა. „ინტერ რაო“-სმფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდესახელმწიფოსსაკუთრებაა. www.telasi.ge