"თელასის" გუნდმა "ინტერ რაო"-ს მინიფეხბურთის ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა

"თელასის" გუნდმა "ინტერ რაო"-ს მინიფეხბურთის საერთაშორისო ტურნირში მეორე ადგილი მოიპოვა.

„თელასი“-ს გუნდი მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა - ფეხბურთელებმა რვა მატჩიდან ექვსი მოიგეს. ოქროს თასის  ფინალურ მატჩში დაძაბულ ორთაბრძოლაში ქართველმა ფეხბურთელებმა გამარჯვება „კვარც ჯგუფის“ გუნდთან დათმეს. წლევანდელი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად ნუკრი ჭუმბურიძე დასახელდა.

წელს „ინტერ რაო“-ს XII საერთაშორისო ჩემპიონატი მინიფეხბურთში 23-28 ივლისს ქალაქ ორიოლში გაიმართა და მასში მონაწილეობას 28 გუნდი იღებდა.

„თელასის“ გუნდი ფუტზალში უკვე 9 წელია არსებობს და მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. ზედიზედ სამი წლის მანძილზე, 2013, 2014 და 2015 წლებში, „თელასის“ გუნდი ინტერრაო ეეს“-ის მინიფეხბურთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ხდებოდა. 2015 და 2017 წლებში „თელასის“ ფეხბურთელებმა ასევე საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს და უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდნენ.

 

***

სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 600 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33 გიგავატს შეადგენს.