სს „თელასმა“ ელექტრომობილების თანამედროვე გასამართი სადგური დაამონტაჟა

თბილისში ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაციის მიზნით კომპანია „თელასმა“ ელექტრომობილების თანამედროვე გასამართი სადგური დაამონტაჟა.

ელექტრომობილების გასამართი სადგური განთავსებულია კომპანიის სათაო ოფისის შესასვლელთან, მისამართზე ვანის ქ. №3. 2018 წლის 10 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე ელექტრომობილების მეპატრონეებს შეუძლიათ უსასყიდლოდ ისარგებლონ აღნიშნული სადგურის მომსახურებით.

კომპანია „თელასი“ მომავალშიც აპირებს გაუწიოს მხარდაჭერა ისეთ პროექტებს, რომელთა მიზანია ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და გარემოს დაცვა.

 

***

სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33 გიგავატს შეადგენს.