სს "თელასი" ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალის "ღამის სერენადები" გენერალური სპონსორია

კომპანია "თელასი" ტრადიციულად აგძელებს ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალის "ღამის სერენადები" მხარდაჭერას.

"წელს კომპანია "თელასი" ფესტივალის "ღამის სერენადები" გენერალური სპონსორა. ეს პროექტი ქართული კულტურული ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა და ჩვენი კომპანია უკვე რამდენიმე წელია იღებს აქტიურ მონაწილეობას ფესტივალის ორგანიზებაში" - განაცხადა სს "თელასის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ვალერი ფანცულაიამ.

მეათე საიუბილეო  საერთაშორისო ფესტივალი "ღამის სერენადები" წელს 26 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე გაიმართება. წლევანდელი ფესტივალის საკონცერტო საღამოებზე მსოფლიო კლასიკის შედევრებს შეასრულებენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიან: პიანისტი ალექსანდრე კორსანტია (საქართველო/აშშ), დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი (საქართველო/გერმანია), მევიოლინე  გია იაშვილი (საქართველო/ავსტრია), მევიოლინე  გეზა ჰოსზუ ლეგოცკი  (შვეიცარია/აშშ), გიტარისტი  სოფია ბოროსი (ავსტრია/უნგრეთი), ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარკი (იტალია), კომპოზიტორი იოსებ ბარდანაშვილი (ისრაელი/საქართველო), კამერული ორკესტრი "საქართველოს ვირტუოზები" და სხვა. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია ცნობილი მევიოლინე გიორგი ისაკაძე.

კულტურის მოღვაწეთა კონცერტები ბათუმში სასტუმრო „შერატონ ბათუმის“ საკონცერტო დარბაზში, ხოლო თბილისში ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზებში გაიმართება.

ფესტივალის დაწყებასთან დაკავშირებით გაიმართა პრესკონფერენცია, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე, ფესტივალის გენერალური დირექტორი ნინა ცაგარელი და კომპანია „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ვალერი ფანცულაია დაესწრნენ.

 

***

სს "თელასი" ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 600 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს "თელასი" "ინტერ რაო"–ს შემადგენლობაში შევიდა. "ინტერ რაო"-ს მფლობელობაშია "თელასის" აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.