სს "თელასი" ქვესადგურში "დიღომი-1" სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ახორციელებს

სს „თელასი“ საინვესტიციო გეგმის ფარგლებში ქვესადგურში „დიღომი-1“ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს დღეს „თელასის“ ტექნიკური დირექტორი ვახტანგ ქინქლაძე გაეცნო.

პროექტის მიხედვით, დახურულ გამანაწილებელ მოწყობილობებზე 6-10 კილოვოლტიანი მოძველებული ზეთოვანი ამომრთველები ახალი თანამედროვე ტიპის ვაკუუმური ამომრთველებით შეიცვლება.  ასევე შეიცვლება ქვესადგურის ოპერატიული მართვის ფარი, დამონტაჟდება ახალი ციფრული ტერმინალები და მეორადი კომუტაციის კაბელები. ამასთანავე ჩატარდება ქვესადგურის შენობის სრული რეკონსტრუქცია.

აღნიშნული სამუშაოების შედეგად გაუმჯობესდება დიდუბის და საბურთალოს რაიონების 15 ათასამდე აბონენტის ელექტრომომარაგების ხარისხი და საიმედოობა. ამასთანავე, გაიზრდება ქვესადგურში მომსახურე პერსონალის უსაფრთხოება, ეკოლოგიის და სახანძრო უსაფრთხოების ხარისხი.

 

***

სსთელასი ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 600 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.www.telasi.ge

ჯგუფიინტერ რაო- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33 გიგავატს აღემატება.www.interrao.ru