სს "თელასის" 2018 წლის ცხრა თვის ოპერაციული მაჩვენებლები

კომპანია „თელასმა“ 2018 წლის ცხრა თვის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. 

მაჩვენებელი

2018წლის

9 თვე

2017წლის

9 თვე

+/-

ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე, კმ

5 564

5 268

+5,6%

ქსელში გაშვებული ელექტროენერგია, მლნ კვტ*სთ

2227

2160

+3,1%

მომხმარებელთა რაოდენობა, ათას

625,4

598

+4,6%

2018 წლის ცხრა თვის მონაცემებით კომპანია „თელასმა“ 2 227 მილიონი კვტ*სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 3,1% (67 მლნ. კვტ*სთ-ით) აღემატება 2017 წლის ცხრა თვის მოხმარების მოცულობას (2 160 მილიონი კვტ*სთ). ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის მატება ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებამ და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია.   

2017 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 2018 წლის იგივე პერიოდში 3,1%-ით (64 მლნ. კვტ*სთ-ით) გაიზარდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის რაოდენობა და 2 136 მილიონი კვტ*სთ-ი შეადგინა. ამ მაჩვენებლის ზრდა ელექტროენერგიის მოხმარების მატებამ განაპირობა.

სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2018 წლის ცხრა თვეში 2017 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 4,6%-ით (27,4 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 625,4 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 563,9 ათასი  - ფიზიკური პირია, ხოლო 61,5 ათასი – იურიდიური პირი. 

2018 წლის ცხრა თვის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 5 564 კმ შეადგინა, რაც 5,6%-ით (296 კმ-ით) აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს (5 268 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, აბონენტთა რაოდენობის მატების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.

 

***

სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 600 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.
ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33 გიგავატს შეადგენს.