ენერგომომარაგების შეზღუდვა

ენერგომომარაგების შეზღუდვის შეტყობინებების გამოწერა

სხვადასხვა სამუშაოების ჩარატების გამო 20 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

 

სამგორის რაიონი

თბილისის მერიის მიერ საგზაო სამუშაოების ჩატარების გამო 10 საათიდან 17 საათამდე 2 საათიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის,  რკინიგზის ჩიხის,  რევაზ მამისაშვილის, ეკატერინე ბაღდავაძის, ჭიჭინაძის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, პოლიციის, ქიზიყის, ქინძმარაულის და ენუქიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის მე-15 კორპუსის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.