შეტყობინება სს "თელასის" საჭიროებისათვის სხვადასხვა ტიპის კაბელების და სადენების მიწოდებაზე ხელშეკრულების დადების უფლებასთან დაკავშირებული წინადადებების ღია მოთხოვნის შესყიდვის დოკუმენტაციაში განმარტებების შეტანის შესახებ

ამ შეტყობინებით სს "თელასის" საკონკურსო პროცედურების ორგანიზების სამსახური გაცნობებთ განმარტებების შეტანის შესახებ სს "თელასის" საჭიროებისათვის სხვადასხვა ტიპის კაბელების და სადენების მიწოდებაზე ხელშეკრულების დადების უფლებასთან დაკავშირებული წინადადებების ღია მოთხოვნის შესყიდვის №330.17.0470-0476.

შეკითხვა №1 – ფერადი ლითონებზე ფასების ცვალებადობასთან დაკავშირებით, რომელთა ღირებულება საკაბელო-სასადენე პროდუქციის ღირებულების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს, ასევე წინადადებების ღია მოთხოვნის №330.17.0470-0476 მიწოდების ხანგრძლივი ვადის გათვალისწინებით, გთავაზობთ პროდუქციის ღირებულების მიბმას ფერადი ლითონების ფასთან, რომლის ფორმირება ხორციელდება ლონდონის ლითონების ბირჟაზე, საიტზე http://www.lme/com/.

პასუხი: ჩატარებული რეგლამენტირებული პროცედურის შედეგების მიხედვით დადებული ხელშეკრულების ღირებულების ცვლილება, ფერად ლითონებზე ფასების ცვალებადობის მიუხედავად, შესყიდვების დარგში სს „თელასის“ ლნა-ს თანახმად, დაუშვებელია. სს „თელასის“ საჭიროებისათვის სხვადასხვა ტიპის კაბელების და სადენების მიწოდებაზე ხელშეკრულების დადების უფლებასთან დაკავშირებული წღმ-ის №330.17.0470-0476 საკონკურსო დოკუმენტაციის ზოგადი ნაწილის 5.7.8. პუნქტის შესაბამისად - შესყიდვაში მონაწილეობის პრეტენდენტმა/წინადადებების მოთხოვნის მონაწილემ, შესყიდვაში მონაწილეობაზე განაცხადის მომზადების დროს, დამოუკიდებლად უნდა გაითვალისწინოს ხელშეკრულების ფასის გაზრდის შესაძლებლობასთან დაკავშირებული რისკები.

კითხვა №2 – აქვს თუ არა ლოტის გამარჯვებულს შესაძლებლობა პროდუქციის მიწოდება განახორციელოს მიწოდების გრაფიკში მითითებულზე ადრე. მიწოდების შეთავაზებული ვადა ყველა ლოტის მიხედვით შეადგენს 30-დან 90-მდე დღეს.

პასუხი: რეგლამენტირებული პროცედურის გამარჯვებულს აქვს უფლება პროდუქცია მიაწოდოს მიწოდების გრაფიკზე ადრე, რაც შესაბამისად გაფორმებული იქნება ხელშეკრულებით.