სს "თელასი" აცხადებს №330.18.00546 წინადადებების ღია მოთხოვნას კაბელის NA2XSEY-10 3x70 RM/16 (ან ანალოგი) შესყიდვაზე

  1. წინადადებების ღია მოთხოვნაში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ იურიდიულ პირს. შემოთავაზებული მასალა უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში განსაზღვრულ ტექნიკურ მოთხოვნებს.
  2. დოკუმენტაცია პრეტენდენტებს გადაეცემა მოთხოვნისთანავე, სამუშაო საათებში, 2018 წლის 24 სექტემბრის 15:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ვანის ქ. #3, სს „თელასის“ სათავო ოფისი, საკონკურსო პროცედურების ორგანიზების სამსახური.  ასევე, კონკურენტული პროცედურის დოკუმენტაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია სს „თელასის“ ოფიციალური საიტიდან www.telasi.ge - განყოფილება „შესყიდვები“, ქვეგანყოფილება - „განცხადებები“, შესაბამისი სავალდებულო რეგისტრაციის გავლის შემდეგ.
  3. დეტალური ინფორმაცია შესასყიდი ობიექტის შესახებ მოყვანილია საკონკურსო დოკუმენტაციაში.
  4. წინადადებების ღია მოთხოვნაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, სხვა მოთხოვნილი დოკუმენტაცია და წინადადებები ორიგინალების სახით ქართულ და/ან რუსულ ენებზე, ერთ დაბეჭდილ კონვერტში, თანმხლები წერილით, 2018 წლის 24 სექტემბრის 17:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, ვანის ქ. №3, საქმისწარმოების განყოფილება.
  5. დოკუმენტაციის განხილვა შედგება 2018 წლის 25 სექტემბერს, 11:00 საათზე. სურვილის მიხედვით მონაწილეებს ეძლევათ კომისიის სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა.

პროცედურებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ შემდეგ ტელეფონის ნომრებსა და ელექტრონულ მისამართს: +995 (32) 277-99-99 (Доб. 7759; 7524); procurment@telasi.ge 

Deadline: 
Monday, 24 September, 2018 - 17:00