სს "თელასი" აცხადებს №330.18.00552-00557 წინადადების ღია მოთხოვნას:

საკონკურსო დოკუმენტაციის გადმოწერა
  • ლოტი №330.18.00552 -  ლოტი 1 – მ/ძ საკაბელო ქსელის შეცვლა -პროექტი №5292-1

  • ლოტი №330.18.00553 -  ლოტი 2 – მ/ძ საკაბელო ქსელის შეცვლა -პროექტი №5296

  • ლოტი №330.18.00554 -  ლოტი 3  – მ/ძ საკაბელო ქსელის შეცვლა -პროექტი №5286, 5292-2

  • ლოტი №330.18.00555 -  ლოტი 4 – მ/ძ საკაბელო ქსელის შეცვლა -პროექტი №5309, 5309-1, 5317, 5318.

  • ლოტი №330.18.00556 -  ლოტი 5 – მ/ძ საკაბელო ქსელის შეცვლა -პროექტი №5316

  • ლოტი №330.18.00557 -  ლოტი 6 – მ/ძ საკაბელო ქსელის შეცვლა -პროექტი №5285,5284

  1. წინადადების ღია მოთხოვნაში  მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ იურიდიულ პირს. შემოთავაზებული მასალა უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში განსაზღვრულ ტექნიკურ მოთხოვნებს.
  2. დოკუმენტაცია პრეტენდენტებს გადაეცემა მოთხოვნისთანავე, სამუშაო საათებში, 2018 წლის 1 ოქტომბრის 15:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ვანის ქ. №3, სს „თელასის“ სათავო ოფისი, საკონკურსო პროცედურების ორგანიზების სამსახური.  ასევე, კონკურენტული პროცედურის დოკუმენტაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია სს „თელასის“ ოფიციალური საიტიდან www.telasi.ge - განყოფილება „შესყიდვები“, ქვეგანყოფილება - „განცხადებები“, შესაბამისი სავალდებულო რეგისტრაციის გავლის შემდეგ.
  3. დეტალური ინფორმაცია შესასყიდი ობიექტის შესახებ მოყვანილია საკონკურსო დოკუმენტაციაში.
  4. წინადადების ღია მოთხოვნაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, სხვა მოთხოვნილი დოკუმენტაცია და წინადადებები ორიგინალების სახით ქართულ და/ან რუსულ ენებზე, ერთ დაბეჭდილ კონვერტში, თანმხლები წერილით, 2018 წლის 1 ოქტომბრის 17:00 საათამდე, მისამართზე: თბილისი, ვანის ქ. 3, საქმისწარმოების განყოფილება.
  5. დოკუმენტაციის განხილვა შედგება 2018 წლის 2 ოქტომბრის 11:00 საათზე. სურვილის მიხედვით მონაწილეებს ეძლევათ კომისიის სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა.

პროცედურებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ შემდეგ ტელეფონის ნომრებსა და ელექტრონულ მისამართს: +995 (32) 277-99-99 (Доб. 7759; 7524); procurment@telasi.ge

Deadline: 
Monday, 1 October, 2018 - 17:00